UCI ელექტროამძრავიანი ველოსიპედებით რბოლის გაოლიმპიურების წინადადებით გამოდის

01 ოქტომბერი 2018

ველოსპორტის საერთაშორისო კავშირი (UCI) პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ელექტროამძრავიანი ველოსიპედებით რბოლის შეტანის წინადადებით გამოდის. თამაშების პროგრამაში ამ დისციპლინის შეტანას მხარი დაუჭირეს UCI-ს ინსბრუკის კონგრესზე.

ცოტა ხნით ადრე ველოსპორტის საერთაშორისო კავშირმა კანადის 2019 წლის მაუნთინბაიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ელექტრო ველოსიპედების რბოლის ჩატარებაზე განაცხადა.