წყალდიდობას გადარჩენილ ტაილანდელ ფეხბურთელებს ბუენოს აირესის თამაშებზე ელოდებიან

01 ოქტომბერი 2018

ჭაბუკ ტაილანდელთა საფეხბურთო გუნდის მოთამაშეები, რომლებიც წლეულს ივნისში მწვრთნელთან ერთად ხაო ლუანგის მღვიმეში თითქმის ორი კვირის განმავლობაში წყალდიდობის ტყვეობაში აღმოჩნდნენ, ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მიიწვიეს.

ბუენოს აირესში ვიზიტისას ტაილანდელი ფეხბურთელები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტს თომას ბახს შეხვდებიან. გარდა ამისა, დაესწრებიან თამაშების გახსნის ცერემონიას და სხვადასხვა ასპარეზობას.

ბახის თქმით, ბიჭებმა 18-დღიან ტყვეობაში უდიდესი ნებისყოფა და სიმტკიცე გამოავლინეს, რაც „ჭეშმარიტი ოლიმპიური ღირებულებაა". ამასთან ბახი დასძენს, რომ IOC  საფეხბურთო მატჩს გეგმავს, სადაც „ისინი საფეხბურთო ოსტატობის გამოავლენენ".

ივნისში ტროპიკული წვიმის შედეგად მოზარდები და მათი მწვრთნელი გარე სამყაროს მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ. მათი გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდნენ მაშველები მთელი მსოფლიოდან. სამაშველო ოპერაციისას ერთი მყვინთავი დაიღუპა.