IOC-ის აღმასრულებელი საბჭო 2026 წლის განაცხადებს ბუენოს აირესში განიხილავს

03 ოქტომბერი 2018

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობის მოსურნე კანდიდატთაგან რამდენი გააგრძელებს ბრძოლას, ამას ბუენოს აირესში დღეს დაწყებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გადაწყვეტს.

2026 წლის თამაშებისთვის 4 განაცხადია, მაგრამ თითოეული მათგანის მომავალი ჯერაც ბოლომდე ვერ  გარკვეულა. მოსალოდნელია, რომ იტალიელთა სამეულს გამოთიშული ტურინის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გადავა კორტინა დ'ამპეცოსა და მილანის ერთობლივი და კალგარისა და სტოკჰოლმის განაცხადები.

მეოთხე კანდიდატი, თურქეთის ერზურუმი, შესაძლოა 2026 წლის თამაშებისთვის ბრძოლას გამოეთიშოს.  ამის ხელისშემწყობად მიჩნეულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური გარემო და სირიასთან მეზობლობის გამო უსაფრთხოების ფაქტორი.

სირთულეები არის დანარჩენ კანდიდატებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, იტალიის მთვარობა ზამთრის თამაშების ჩასატარებლად მათი განაცხადის დაფინანსებაზე უარს ამბობს, ხოლო სტოკჰოლმი ვერ სარგებლოს შვედეთის ხელისუფლებისა და ქალაქის საბჭოს მხარდაჭერით. ერთადერთი, სადაც საერთო სურათი ჯერაც არ ჩამოყალიბებულა, კანადის კალგარია. კალგარელები 2026 წლის თამაშების მასპინძლობაზე საკუთარ დამოკიდებულებას 13 ნოემბერს პლებისციტით უპასუხებენ.