ბუენოს აირესის თამაშების ჰიმნი ვოლტ დისნეისთან თანამშრომლობით შეიქმნა

06 ოქტომბერი 2018

ბუენოს აირესის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს თავისი ოფიციალური სიმღერა აქვს სახელად Vamos juntos! (დაახლოებით ითარგმნება, როგორც „ერთად ვიაროთ").

ბუენოს აირესი-2018-ის ოფიციალური სიმღერა ვოლტ დისნეისთან თანამშრომლობით შეიქმნა. სიმღერის ტექსტში საუბარია ათლეტთა შესაძლებლობებზე, რომლებმაც ყველა წინაღობა შემართებით უნდა გადალახონ, არ დააკლონ მცდელობა და თავდადება.

ბუენოს აირესის თამაშების ჰიმნი დაწერეს ემანუელ კირაკოუმ, ლინდი რობინსმა და ევან ბოგარტმა, ხოლო ადაპტირებულია მომღერალ პატრისია სოსას მიერ.

 სიმღერის ტექსტში გათვალისწინებულია თამაშების დევიზი - „იგრძენი მომავალი", რომელსაც ასრულებს კანდელარია მოლფესესა და ფერნანდო დენტეს დუეტი.