7 ოქტომბერი: 2 ქართველის ოლიმპიური სტარტი

07 ოქტომბერი 2018

7 ოქტომბერი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი საშეჯიბრო დღეა. სტარტზე გავლენ სპორტის უმეტესი სახეობის წარმომადგენლები, გათამაშდება მედლების 8 კომპლექტი.

 ქართველთაგან დღეს ოლიმპიურ თამაშებში ჩაებმებიან  ანა მაქაცარია (ჩოგბურთი) და ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო). მაქაცარია ირლანდიელ გეორგია დრიმთან ერთად წყვილთა ტურნირში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშით გამოვა. ქართულ-ირლანდიული დუეტი  პირველ წრეში იაპონელებს დაუპირისპირდება და ეს შეხვედრა თბილისის დროით დაახლოებით საღამოს 6 საათზე დაიწყება.

რააც შეეხება ზურაბ კინწურაშვილს, მას სტარტზევე უძლიერეს მეტოქესთან - კორეელ იმ სონგბინთან მოუწევს ბრძოლა, თბილისის დროით  22:00 საათზე.

 

მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს შეგიძლიათ  თვალყური   ადევნოთ  შემდეგი ლინკის საშუალებით  https://www.olympicchannel.com/en/stories/news/detail/buenos-aires-2018-youth-olympics-sport-live-streaming-schedule/ . ასევე ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობის შესახებ ინფორმაცია დაიდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიტზე http://geonoc.org.ge/ და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე - https://www.facebook.com/geonoc.org.ge/