ჩვენი მილოცვა ნიკოლოზ ბასილაშვილს

07 ოქტომბერი 2018

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ბუენოს აირესიდან - ახალგაზრდული  ოლიმპიური თამაშების დედაქალაქიდან ულოცავს ოლიმპიელ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრწყინვალე გამარჯვებას ATP-ის პრესტიჟულ ტურნირზე -ჩინეთის ღია პირველობაზე.

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა,  ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს ნიკას ფინალურ შეხვედრას უძლიერეს არგენტინელ მეტოქესთან - ხუან დელ პოტროსთან, სადაც  ჩვენმა ჩოგბურთელმა იშვიათი  ოსტატობა და ბრძოლის უნარი გამოავლინა და კიდევ ერთი ისტორიული ტიტული მოიპოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მზარდი რეიტინგი და ბოლო პერიოდის  მიღწევები გვარწმუნებს, რომ მისი სახით ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ გუნდს მაღალი ადგილისთვის მებრძოლი ჩოგბურთელი ეყოლება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ნიკა!

 

მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მივლინებული საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები (ბუენოს აირესი).