ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი 40 პროცენტით შემცირდა

07 ოქტომბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით (200 მილიონი აშშ დოლარი) 40 პროცენტით შემცირდა.

„IOC-ში წარმოდგენილი ბუენოს აირესის თამაშების ბიუჯეტი 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ის 40 პროცენტით ნაკლები იქნება, - განმარტავს თომას ბახი და იქვე 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის არგენტინის შესაძლო განაცხადს აფასებს - ახალგაზრდული თამაშების შემდეგ არგენტინა ოლიმპიური თამაშების ორგანიზებისთვის ბევრად ხელსაყრელ მდგომარეობაში იქნება, თუმცა ისიც გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში არცთუ კარგი მდგომარეობაა."