წყალდიდობის ტყვეობიდან დახსნილი ტაილანდელი ფეხბურთელები ბუენოს აირესის ახალგაზრდული თამაშების გახსნას დაესწრნენ

07 ოქტომბერი 2018

წლეულს ივნისში ხაო ლუანგის მღვიმეში წყალდიდობის ტყვეობიდან დახსნილი ჭაბუკ ტაილანდელთა საფეხბურთო გუნდის მოთამაშეები ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.

საპატიო სტუმრები უშუალოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა წარადგინა:

"ისინი ნამდვილ ოლიმპიურ ღირებულებას წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ მათ ვთხოვე დასწრებოდნენ ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს, რათა საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ ახალგაზრდა ათლეტებს."

ივნისში ტროპიკული წვიმის შედეგად მოზარდები და მათი მწვრთნელი ორ კვირაზე მეტი ხნით გარე სამყაროს მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ. მათი გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდნენ მაშველები მთელი მსოფლიოდან. სამაშველო ოპერაციისას ერთი მყვინთავი დაიღუპა.