ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნას 200 ათასზე მეტ ადამიანი დაესწრო

08 ოქტომბერი 2018

ბუენოს აირესის მერის ორასიო ლარეტას განცხადებით, ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიპიური თამაშების გახსნის ცერემონიას 200 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ახალგაზრდული თამაშები 6 ოქტომბერს გაიხსნა. თამაშების ორგანიზატორებმა უარი თქვეს გახსნის ცერემონიის სპორტულ არენაზე ჩატარებაზე და შესაბამისი ღონისძიებისთვის ბუენოს აირესის ცენტრალური ქუჩა და მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათი - ობელისკი შეარჩიეს.

„მადლობას გიხდით ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის გამოცხადებული ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა თომას ბახს (საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი) და ხერარდო ვერთეინს (არგენტინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი). თითოეული ჩვენგანისთვის ეს მეტად ემოციური მომენტი იყო. კმაყოფილები ვართ გახსნის ცერემონიით, რომელსაც 200 ათასი ადამიანი დაესწრო", - IOC-ის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა ორასიო ლარეტამ.