დაკარი-2022-ის ბიუჯეტი 150 მილიონი იქნება

09 ოქტომბერი 2018

ბუენოს აირესში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 133-ე სესიაზე 2022 წლის ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლად სენეგალის დედაქალაქი დაკარი გამოცხადდა.

2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი წინასწარი დათვლებით 150 მილიონი დოლარი იქნება.

მომავალი ახალგაზრდული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს IOC. დახმარება ძირითადად  დელეგაციებისა და ოფიციალური პირების დასაბინავებლად საჭირო ხარჯებისთვის იქნება მიმართული. მომავალ მასპინძლებს IOC  ასევე დაეხმარება თამაშების ოფიციალური გვერდის შემუშავებაში და სხვა ტექნიკური მხარის მოგვარებაში.

სენეგალის თამაშები პირველი ოლიმპიური ღონისძიება იქნება, რომელსაც აფრიკის კონტინენტი უმასპინძლებს.