IOC-მა სუმოს საერთაშორისო ფედერაცია და საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა გლობალური ასოციაცია აღიარა

11 ოქტომბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) სუმოს საერთაშორისო ფედერაცია (ISF) და საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა გლობალური ასოციაცია (GAISF) ოფიციალურად აღიარა.

ISF-ის ცნობით, მათი ფედერაცია IOC-ის მიერ 2001 წლიდან დროებით აღიარებულის სტატუსით სარგებლობდა.

GAISF, რომელიც ათეულობით ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სპორტის სახეობებს აერთიანებს, ადრე „სპორტაკორდის" (SportAccord) სახელით სარგებლობდა.

"IOC-ის 133-ე სესიაზე GAISF-ის აღიარებით მოხარული ვარ. IOC-თან ერთად ოლიმპიური ღირებულებების წამოწევაზე ვზრუნავთ. IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის და მთელი ოლიმპიური ოჯახის მადლობელი ვართ", - ამბობს GAISF-ის პრეზიდენტი პატრიკ ბაუმანი.