IOC-ს ცხრა ახალი წევრი ჰყავს

11 ოქტომბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში (IOC) ცხრა ახალი წევრი აირჩიეს. IOC-ის წევრები გახდნენ ლიტვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი სასტენდო სროლაში დაიანა გუდძინევიჩიუტე; რუანდის ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფელისიტე რვემარიკა; პარაგვაის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი კამილო პერეს ლოპეს მორეირა; იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯოვანი მალაგო; ათლეტთა დაცვის კომისიის წევრი, ავღანელი სამირა ასღარი; უგანდის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი უილიამ ფრედერიკ ბლიკი; ბუტანის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯიგელ უგენ ვანგჩუკი; ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იაპონელი მორინარი ვატანაბე; საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი, ბრაზილიელი ენდრიუ პარსოსნსი.