ჯაბა პაპინაშვილმა საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა

17 ოქტომბერი 2018

ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში სტარტი აიღო ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატმა.

უმთავრეს ასპარეზობაზე საქართველო 14 ძიუდოისტით გაემგზავრა, მათ შორის ოთხი გოგონაა.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს მედლების ორი კომპლექტი გაითამაშეს როგორც გოგონებმა (44 და 48 კგ), ისე ბიჭებმა (55 და 60 კგ).

ქართველთაგან ყველაზე შორს ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) წავიდა. ზედიზედ 4 მოგებული ორთაბრძლის შემდეგ ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ გენკი კოგასთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელა. ბრინჯაოს მედლისთვის პაპინაშვილმა თურქ სამეტ კუმტას სძლია და კვარცხლბეკზე ასვლის პატივი დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ჯაბა პაპინაშვილმა შარშან ზაგრების (ხორვატია) მსოფლიო პირველობაზე ჩემპიონობა 55 კგ კატეგორიაში მოიპოვა.