იაპონია 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ელექტრონული სავიზო სისტემის შემოღებას გეგმავს

18 ოქტომბერი 2018

იაპონია 2020 წლის ტოკოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ტურისტთათვის ელექტრონული სავიზო სისტემის შემოღებას გეგმავს.

ელექტრონული სისტემის მიზანია სავიზო განაცხადების გამარტივება, დიპლომატიურ მისიებში სამუშაო მოცულობის შემცირება და, იმავდროულად, ტოკიოს თამაშებისთვის საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრება.

წამოწყების მიზანი, რომელიც 2020 წლის აპრილიდან ამოქმედდება, 2030 წლისთვის იაპონიის უცხოელ ვიზიტორთა რიცხვის 60 მილიონამდე გაზრდისკენაა მიმართული.

იაპონიაში ტურისტთა მოზღვავებას ელოდებიან გაისად, რაგბის მსოფლიო თასზეც.

თავდაპირველად სავიზო ონლაინ-სისტემა ხელმისაწვდომი იქნება ჩინელი ტურისტებისთვის.

გარდა ამისა, იაპონელთა გეგმებშია თავისუფალი ინტერნეტ-ქსელის გაფართოება, მათ შორის - საზოგადოებრივ ტრანსპორტში.