55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

19 ოქტომბერი 2018

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს თბილისის 55-ე საჯაროს სკოლის 7 ვ კლასის  მოსწავლეები, მათი კლასის დამრიგებელი ციალა ოდიშელიძე და სპორტის პედაგოგი დავით ყარანგოზაშვილი ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.  

მოსწავლეებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ  სეულის ოლიმპიური თამაშების (1988) ჩემპიონს დავით გობეჯიშვილს. სახელოვანმა მოჭიდავემ ახალგაზრდებს  მოუთხრო მის მიერ განვლილ  სპორტულ გზაზე,  სპორტის როლსა და  მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა  ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად მიიღეს საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია  - „მოგზაურობა ოლიმპეთში".