გოგიტა არქანია - ნაბიჯი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისკენ

19 ოქტომბერი 2018

კარატეში „პრემიერლიგის" ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირი ტოკიოში გაიმართა, რომელშიც 5 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე უკეთ გმოვიდა ჩვენი გუნდის ლიდერი გოგიტა არქანია (+84 კგ). მან ზედიზედ 5 ბრძოლა მოიგო და მხოლოდ ფინალში დამარცხდა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერთან - იაპონელ ჰიდეიოში კაგავასთან.

არქანიამ მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები მოიპოვა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების რეალური კანდიდატია.

კარატეს ოლიმპიური დებიუტი სწორედ ტოკიოში, ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე შედგება.