საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ბუენოს აირესიდან სამშობლოში დაბრუნდა

21 ოქტომბერი 2018

დღეს, გამთენიისას არგენტინიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელმაც 6 -18 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბუენოს აირესში გამართულ მესამე ახალგარზრდულ ოლიმპიურ თამაშებში.

თბილისის აეროპორტში ჩვენს ოლიმპიელებს დახვდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტის გულშემატკივრები, სპორტსმენების ახლობლები.

მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საბოლოოდ 44-ე ადგილი ერგოთ.