თომას ბახის შეფასებით, ბუენოს აირესს შესწევს უნარი უმასპინძლოს 2032 წლის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს

21 ოქტომბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის შეფასებით, ბუენოს აირესს მესამე ახალგაზრდული თამაშების შესანიშნავად ჩატარების შემდეგ შესწევს უნარი წარმატებით უმასპინძლოს 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს.

ბახის თქმით, ახალგაზრდული თამაშების შემდეგ, რომელმაც „ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა", IOC-ში ეჭვი არ ეპარებათ არგენტინის დედაქალაქის შესაძლებლობებში.

IOC-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა არგენტინაზეა დამოკიდებული გადაწყვეტს თუ არა ქვეყანა 2032 წლის ოლიმპიადისთვის ბრძოლას და იმედოვნებს, რომ ბუენოს აირესს კანდიდატთა შორის იხილავს.

არგენტინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის და IOC-ის წევრის ხერარდო ვერთეინის განცხადებით, ბუენოს აირესმა 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე, შესაძლოა, განაცხადი მართლაც გააკეთოს:

უნდა დავსხდეთ და გავაანალიზოთ ახალაზგარდული თამაშებიდან მიღებული გაკვეთილები. გარდა ამისა, გასარკვევია, რას ფიქრობენ არგენტინელები. თუ საერთო შეხედულებები აღმოგვაჩნდება და თუ ეკონომიკურად შევძლებთ მასთან გამკლავებას, გადაწყვეტილებასაც მივიღებთ."