IOC-მა 2026 წლის თამაშებისთვის შემსწავლელი კომისია შეადგინა

23 ოქტომბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2026 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობის მოსურნე კანდიდატ ქალაქთა შემსწავლელი კომისია შეადგინა.

კომისიას თავმჯდომარეობს IOC-ის წევრი, რაგბი-ევროპის პრეზიდენტი, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის წევრი, რუმინელი ოქტავიან მორარიუ.

კომისიაში ასევე შედიან ნორვეგიის ოლიმპიური და პარალიმპური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კლოსტერ აასენი, ჩინეთის ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ციგურებით რბენაში სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი  იონგ ჟანგი, ჩეხი რომან კუმპოსტი, გერმანელი ჰეიკე გროსვანგი, ამერიკელი მარიანა დევისი, კორეელი ლი ჰე ბეომი და არგენტინელი ხოსე ლუის მარკო.

IOC-ის პეზიდენტის თომას ბახის თქმით, შემსწავლელი კომისიის წევრებს  კანდიდატი ქალაქების შეფასების მდიდარი გამოცდილება აქვთ. ისინი იქნებიან იმის გარანტი, რომ მათი ანალიზი შესაბამისობაში მოვა ადგილობრივი საზოგადოების გრძელვადიან გეგმებთან, როგორც ეს გაწერილია ოლიმპიური დღის წესრიგი 2020-ის ახალი ნორმებით.

2026 წლის თამაშების მასპინძლობისთვის იბრძვიან: კალგარი (კანადა), სტოკჰოლმი (შვედეთი) და მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს იტალიური წყვილი.