გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

23 ოქტომბერი 2018

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა გოგა ჩხეიძემ (69 კგ) პოლონეთის ქალაქ ზამოსციში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

ჩხეიძემ ატაცსა და აკვრაში ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 139 კილოგრამი დაიმორჩილა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში კი 174 კილოგრამით მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამში დაგროვილი 313 კილოგრამით გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა გოდერძი ბერდელიძემ (62 კგ).