ნუგზარ წურწუმიამ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

26 ოქტომბერი 2018

ბუდაპეშტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან საქართველოს ნაკრებმა ერთი მედალი მოიპოვა.

ნუგზარ წურწუმიამ 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩინელი ლიგუო ჩაოს საქმე პირველივე პერიოდში მოუთავა -აშკარა უპირატესობით - 11:0 მოუგო და კვარცხლბეკზე ასვლის პატივი დაიმსახურა.