ირაკლი ჩხეიძე 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

26 ოქტომბერი 2018

პოლონეთის ზამოსცში მიმდინარე 20 და 23 წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საჩემპიონო ყულაბა ოქროს მედლებით შეივსო.

20-წლამდელთა  პირველობაზე ირაკლი ჩხეიძემ (105 კგ) ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (163, 167, 170 კგ) და მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. წარმატებული იყო მისი გამოსვლა აკვრაშიც (202, 209, 216 კგ), სადაც ასევე მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა, რამაც მას ორჭიდის ჯამში (386 კგ) ჩემპიონობა მოუტანა.

ამჟამად საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა რევაზ დავითაძის (85 კგ) მიერ 20-წლამდელებში ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში შესაბამისად მოპოვებული მცირე ოქროს, მცირე ვერცხლისა და ოქროს მედლები, 23-წლამდელებში გოგა ჩხეიძის (69 კგ) მცირე ვერცხლის, მცირე ოქროსა და ორჭიდის ოქროს ჯილდოები და ანტონ პლესნოის (94 კგ) მცირე ოქროს მედალი და ორჭიდის ჯამში მოპოვებული ვერცხლის მედლები. უფრო ადრე ამავე ასაკობრივ ჯგუფში აკვრაში მცირე ვერცხლი მოიპოვა გოდერძი ბერდელიძემ (62 კგ).