პეკინი 2022-ის თილისმების შექმნაზე საერთაშორისო კონკურსის დასრულებამდე ორი დღე რჩება

29 ოქტომბერი 2018

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის თილისმების დიზაინზე განცხადებების მიღების ვადის ამოწურვამდე ორი დღე რჩება. მომავალი თამაშების ორგანიზატორები ყველას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

პეკინი 2022-ის მასპინძლებმა თილისმების შექმნაზე საერთაშორისო კონკურსი წლეულს აგვისტოში გამოაცხადეს. 31 ოქტომბერს, კონკურსის დასრულების შემდეგ ნამუშევრების შერჩევის ორრაუნდიანი სისტემა ამოქმედდება, რჩეული ნამუშევრების სია კი ათამდე შემცირდება.

კონკურსის გამარჯვებულს გამოაცხადებენ 2019 წლის მეორე ნახევარში. ათი საუკეთესო ნამუშევრის ავტორები 10-10 ათას იუანს მიიღებენ. რჩეული ათიდან შეირჩევა უკეთესი სამეული, რომლებიც 30-30 ათასს იუანს მიიღებენ. საუკეთესოთა შორის საუკეთესო ოლიმპიურ და პარალიმპიური თილისმის ავტორს კი გადაეცემა 100 ათასი იუანი.