საინფორმაციო შეხვედრა სეოკ-ში

29 ოქტომბერი 2018

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის ინიციატივით იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც მწვრთნელთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ბავშვებთან მუშაობის მეთოდიკის შესახებ გადამზადების კურსების განხორციელებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში გადამზადდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილე 350 მწვრთნელი, რომლებიც 49 სახეობაში ავარჯიშებენ მოზარდებს. ესენია: ფრენბურთი, ნიჩბოსნობა, ჭადრაკი, მეკლდეურობა, სპორტული ტანვარჯიში, მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული აკრობატიკა, ბატუტზე ხტომები, ბ/რ და თავისუფალი ჭიდაობა, ფარიკაობა, მძლეოსნობა, მაგიდის ჩოგბურთი, მშვილდოსნობა, ძალოსნობა, ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა, სინქრონული ცურვა, აფროსნობა, ძიუდო, კრივი, ხელბურთი, სროლა, ველოსპორტი, რაგბი, ბეისბოლი და სოფტბოლი, ჩოგბურთი, სამბო, ქართული ჭიდაობა, კალათბურთი, კარატე, თანამედროვე ხუთჭიდი, ფუტზალი, ბალახის ჰოკეი, მფრინავი დისკი, უშუ, ბადმინტონი, პარაოლიმპიური სპორტის სახეობები (პარაწოლჭიმი და მჯდომარე ფრენბურთი), მკლავჭიდი, საავტომობილო სპორტი, კიოკუშინკაი კარატე, ფეხბურთი, პანკრატიონი, ტაეკვონდო, ამერიკული ფეხბურთი, ტაიბოქსი და კიკბოქსინგი და ამპუტანტთა ფეხბურთი.

გადამზადების კურსებს გაუძღვებიან საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 29 ოქტობერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი მერაბ მეტრეველი, ასევე ეროვნული და თბილისის სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს მწვრთნელთა გადამზადების კურსების პროგრამის მნიშვნელობის შესახებ. პროგრამა ნოემბრის თვიდან ამოქმედდება. კურსებზე მიღებული განათლება და კვალიფიკაცია დაეხმარებათ მწვრთნელებს სპორტსმენთა თანამედროვე სტანდარტებით მომზადებაში.