კორეის ნახევარკუნძლზე 2032 წლის თამაშებისთვის შესაძლო ერთობლივ განაცხადს განიხილავენ

01 ნოემბერი 2018

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ერთობლივი განაცხადის გაკეთების შესაძლებლობას განიხილავენ.

კორეის ეროვნული გაერთიანების სამინისტროს ცნობით, სპორტის სამინისტროს დონეზე მხარეთა შეხვედრა შედგება 2 ნოემბერს, საზღვრისპირა ქალაქ კესონში.

2032 წლის თამაშებისთვის შესაძლო ერთობლივ განაცხადდთან ერთად, ასევე განიხილავენ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის კორეის გაერთიანებული გუნდის შექმნის შესაძლებლობას, იმსჯელებენ სპორტის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებზეც.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ურთიერთობის გაუმჯებესობის შესაძლებლობას სპორტში ხედავენ.