კანადის ხელისუფლებამ შესაძლოა კალგარი 2026-ს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს

01 ნოემბერი 2018

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის ბრძოლაში თუ კალგარი გაიმარჯვებს, კანადის ხელისუფლებამ შესაძლოა მას ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს.

ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კალგარის შესაძლოა შეეწყვიტა 2026 წლის თამაშებისთვის ბრძოლა.

საქმე ის არის, რომ კანადის ხელისუფლებაში თამაშების დაფინანსებასთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოიშვა, რამაც კალგარის ქალაქის საბჭო 13 ნოემბრისთვის დაგეგმილი პლებისციტის ჩატარების მიზანშეწონილობაზე დააფიქრა. ამ პლებისციტზე, თუ იგი ჩატარდება, ადგილობრივმა მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა თავიანთ ქალაქში ოლიმპიური თამაშების ხილვა.

იმ შემთხვევაში, თუ კალგარი საკუთარ განაცხადს მოხსნის, მაშინ 2026 წლის თამაშებისთვის ბრძოლას 2 პრეტენდენტი შემორჩება - სტოკჰოლმი და მილან-  კორტინა დ'ამპეცოს ტანდემი, რომლებსაც ერთობლივი განაცხადი აქვთ.