AIBA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი: „ოლიმპიურ თამაშებში კრივის მონაწილეობისთვის ყველა მოთხოვნას შევასრულებთ"

02 ნოემბერი 2018

კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გაფურ რახიმოვის განცხადებით, მოსკოვში ორგანიზაციის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილება კრივს საშუალებას მისცემს წარმოდგენილი იყოს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) დიდი ხანია კრივის საერთაშორისო ასოციაციის ირგვლივ შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია, ხოლო ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე რახიმოვის კანდიდატურის წარდგენამ შესაძლოა გავლენა იქონიოს კრივის ოლიმპიურ სტატუსზე.

„IOC-ს მოველაპარაკეთ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში  ყველა საკითხთან დაკავშირებით მოხსენებას მივაწვდიდით. ამასთან, ტოკიოს, პარიზის, ლოს ანჯელესის და სხვა შემდგომ ოლიმპიურ თამაშებში კრივის მონაწილეობისთვის ყველა მოთხოვნას შევასრულებთ. კრივი და ოლიმპიადა განუყოფელია," - განაცხადა გაფურ რახიმოვმა.

დღეს დაწყებულ AIBA-ს კონგრესზე ორგანიზაციის პრეზიდენტს აირჩევენ.