AIBA-მ 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის წონით კატეგორიებში ცვლილებები წარადგინა

03 ნოემბერი 2018

კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) ტექნიკურმა კომიტეტმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის წონით კატეგორიებში ცვლილებები წარადგინა.

კომიტეტის წევრები ქალთა კრივში წონითი კატეგორიების სამიდან ხუთამდე გაზრდის წინადადებით გამოვიდნენ, ხოლო ვაჟებში პირიქით - წონითი კატეგორიების ათიდან რვამდე შემცირება იგეგმება.

მოსკოვში მიმდინარე AIBA-ს კონგრესზე შემოთავაზებული იყო ვაჟთა ასპარეზობების შემდგეგ წონებში ჩატარება: 48-დან 52 კგ-მდე, 57 კგ-მდე, 63 კგ-მდე, 69 კგ-მდე, 75 კგ-მდე, 81 კგ-მდე, 91 კგ-მდე და +91 კგ. ქალებისთვის  გათვალისწინებულია: 48-დან 51 კგ-მდე, 57 კგ-მდე, 60 კგ-მდე, 69 კგ-მდე და 75 კგ-მდე.

აღსანიშნავია, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟებმა მედლები გაითამაშეს ათ - 49, 52, 56, 60, 64, 69, 75, 81, 91 და +91 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში. ქალებს საშეჯიბროდ სამი წონა ჰქონდათ - 51, 60, 75.