ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი მაღალჩინოსნები 2032 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ერთიან კანდიდატად ბრძოლაზე შეთანხმდნენ

03 ნოემბერი 2018

2032 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების სამასპინძლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ერთიან კანდიდატად წარდგენას ითვალისწინებს სახელმწიფოთა შორის მიღწეული შეთანხმება. ეს ქვეყნები გამოთქვამენ მზადყოფნას, შესაბამისი განაცხადით მიმართონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC).

ამგვარი განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთ კორეის საზღვრისპირა ქალაქ კესონში კორეის ნახევარკუნძულის ორი სახელმწიფოს სპორტის მაღალჩინოსანთა შეხვედრისას.

გარდა ამისა, 2019 წლის ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეი გაერთიანებული გუნდით გამოვლენ. ასევე საუბრობენ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ექვს ან შვიდ სახეობაში ერთიანი გუნდით გამოსვლაზეც.