IOC ლონდონის ოლიმპიური თამაშების დოპინგსინჯებს გადაამოწმებს

06 ნოემბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშებისას აღებული დოპინგსინჯების გადამოწმება განაახლა. IOC-ის პრესსამსახურის ცნობით, სინჯების გადამოწმება უახლესი მეცნიერული ანალიზის მეთოდით მოხდება, რომლის მიზანიც 2012 წელს ყველა აკრძალულ ნივთიერებათა ნიმუშების შემოწმებაა.

იმ შემთხვევაში, თუ სინჯი გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს, ამის შესახებ სპორტსმენს შეატყობინებენ, რის შემდეგაც დაიწყება საქმის განხილვა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 500-ზე მეტი დოპინგსინჯი გადაამოწმა, აქედან 48 შემთხვევაში დარღვევები აღმოაჩინეს.