რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

06 ნოემბერი 2018

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა აშხაბადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ წარმატებას მიაღწია.

20 წლის ევროპის მოქმედი ჩემპიონი რევაზ დავითაძე (89 კგ) ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მედალოსანი გახდა. ატაცსა და აკვრაში დაძლეული 168 და 203 კილოგრამებით, შესაბამისად,  მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავა, მაგრამ ორჭიდის ჯამში 371 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპვა.

 მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორობასთან ერთად, დავითაძემ ახალგაზრდებში ატაცსა და ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდებიც დაამყარა.