პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომიტეტი შექმნა

10 ნოემბერი 2018

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით სპორტის, ეკონომიკის, ეკოლოგიის და ქალაქის განვითარების ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტი ჩამოაყალიბა.

კომიტეტის ხელმძღვანელობამ პეკინის ოლიმპიურ თამაშებამდე, თამაშებისას და მისი დასრულების შემდეგ თითოეული მიზნობრივი პროექტის განსავითარებლად განსაზღვრა პასუხისმგებლები. საბოლოო მიზანი ის არის, რომ ქალაქის  მოსახლობამ თამაშებისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, თამაშების შემდეგ აქტიურად დაიტვირთოს ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც მულტისპორტული ასპარეზობებისთვის აიგო.

გადაწყვეტილების მიმღები სამსახური შედგენილი იქნება შემდეგი ადმინისტრაციებისა და ასოციაციების ჯგუფებისგან: „სპორტის საკითხებში მთავარი სახელმწიფო სამმართველო", „ჩინეთის შშმ პირთა ფედერაცია", „ოლიმპიური თამაშების განვითარების პეკინის საქალაქო ასოციაცია".