კალგარელებმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშების ჩატარებაზე უარი განაცხადეს

14 ნოემბერი 2018

კალგარის მაცხოვრებლებმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საკუთარ კედლებში ჩატარების წინააღმდეგ მისცეს ხმა.

საგანგებოდ მოწყობილ პლებისციტზე გამოკითხულთა 56,4-მა პროცენტი (304 774-დან 171 750) ზამთრის თამაშების ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდა. 19 ნოემბერს ქალაქის საბჭო ჩაატარებს სხდომას, სადაც რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას აგრძელებენ მილანი და კორტინა დ'ამპეცოს ერთობლივი იტალიური განაცხადი და სტოკჰოლმი.

2026 წლის თამაშების დედაქალაქს აირჩევენ 2019 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ლოზანის 132-ე სესიაზე.