ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი 23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

17 ნოემბერი 2018

ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტებიდან საქართველოს ნაკრებმა ორი უმაღლესი სინჯის ჯილდო დაიმსახურა.

ნიკა კენჭაძემ (79 კგ) ბულგარელი, რუმინელი, იაპონელი მეტოქეები დაამარცხა, ფინალში კი რუსი გაჯი ნაბიევს 3:0 სძლია და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ფინალამდე სამი მეტოქე ისე ჩამოიცილა, რომ ქულა არ დაუკარგავს - თითოეულს 10:0 მოუგო! დაამარცხა ჩინელი, ინდოელი და ირანელი მეტოქეები. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველ ფალავანს ამერიკელი კოლინ რეიმონდ მურთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა. მაჭარაშვილმა აქაც აშკარა უპირატეობით - 10:0 გაიმარჯვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.