საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

18 ნოემბერი 2018

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ბუქარესტის 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეც წარმატებული გამოდგა. 

ავთანდილ კენჭაძე 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში აღმოჩნდა უძლიერესი, 125 კილოგრამში კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა როლანდ ანდრიაძემ.

კენჭაძე, რომელმაც ერთი თვის წინათ დიდებში ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა, ამჯერად ასაკობრივ ნაკრებში გახდა უძლიერესი. მომავალმა ჩემპიონმა ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა ინდოელი, სლოვაკი, თურქი და რუსი მოწინააღმდეგეები, ფინალში კი რუმინელ მაქსიმ ვასილიოღლუს წუთნახევარში აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ერთი დღით ადრე ასევე ჩემპიონები გახდნენ ავთანდილის ძმა - ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ).