მინსკის ევროპულ თამაშებსა და უნისეფს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

19 ნოემბერი 2018

მინსკის 2019 წლის ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF) ბელარუსულ წარმომადგენლობას შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა გეორგი კატულინმა და უნისეფის წარმომადგენელმა რაშედ მუსტაფა სარვარმა.

ბელარუსში, მეორე ევროპულ თამაშებს 4 ათასზე მეტი ათლეტი და უამრავი ადამიანი ეწვევა. ასეთი რამ ყოველდღიურად არ ხდება. აღფრთოვანებულები ვართ, რომ უნისეფი ამ მეგა სპორტული ფორუმის მონაწილე იქნება. მოუთმენლად ველით ჩვენს შორის მტკიცე თანამშრომლობას და თამაშებისთვის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის შექმნას", - განაცხადა უნისეფის წარმომადგენელმა.

გეორგი კატულინის თქმით, ევროპული თამაშები ქვეყნის სოციალური პროექტს განავითარებს. ბელარუსში, უნისეფის წარმომადგენლობასთან შეთანხმება მეტად მნიშვნელოვანი იქნება მოზარდების სპორტში ჩართვის მხრივ: თამაშების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი თავისთავად არის სპორტის და უნისეფის მეშვეობით ახალგაზრდა თაობის განათლება."

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ევროპული თამაშების მიმდინარეობებისას (21-30 ივნისი) საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებს.