სარაევომ 2019 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მისიის ხელმძღვანელთა სემინარს უმასპინძლეა

20 ნოემბერი 2018

2019 წლის  ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (9-16 თებერვალი) მასპინძელ სარაევოში და აღმოსავლეთ სარაევოში (ბოსნია და ჰერცეგოვინა) მომავალ ასპარეზობათა მისიის ხელმძღვანელთა სემინარს უმასპინძლეს.

სემინარში მონაწილეობა მიიღო ევროპის 36 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა. ორგანიზატორებმა დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდეს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების შესახებ, ასევე მეგზურობა გაუწიეს სპორტულ სოფელში, „მედლების პლაზაზე", სადაც დააჯილდოვებენ მომავალ მედალოსნებს და რვა სპორტულ ობიექტზე, რომელიც ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისას ამოქმედდება.

საორგანიზაციო კომიტეტის ჩანაფიქრით, სოფელი და „ოლიმპიური პლაზა" გაერთიანებული იქნება, რაც თავისებურ სადღესასწაულო გარემოს შექმნის.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს დაახლოებით 1500 მონაწილე ეყოლება, რომლებიც სპორტის რვა სახეობაში (ბარის თხილამურობა, სამთო თხილამურობა, ბიატლონი, ფიგურული ციგურაობა, ჰოკეი, შორტ-ტრეკი, სნოუბორდი და კერლინგი) იასპარეზებენ.