126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

22 ნოემბერი 2018

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი კლასის დამრიგებლები და სპორტის პედაგოგი ესტუმრნენ.

მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.  

მოსწავლეებს ოლიმპიურ მუზეუმში უმასპინძლა სეულის ოლიმპიური თამაშების (1988) ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა. სახელოვანმა მოჭიდავემ  ახალგაზრდებს უამბო სპორტის როლსა და მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად  დიდ ეკრანზე იხილეს დოკუმენტური ფილმი „ერთი ჩემპიონის იტორია."

სტუმრებმა  ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად მიიღეს საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია  - „მოგზაურობა ოლიმპეთში".