იარომირ იაგრი პეკინი-2022-ის ჰოკეისტთა ტურნირის ელჩად დაინიშნა

26 ნოემბერი 2018

ნაგანოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ტურინის თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ჩეხი იარომირ იაგრი 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეისტთა ტურნირის ელჩად დაინიშნა.

ტიტულიანი ჩეხი ჰოკეისტის ელჩად დანიშვნა ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანისა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის სუნ ჩუნლანის შეხვედრისას გადაწყდა.

2022 წლის თამაშებისთვის მზადების ფარგლებში ჩინეთის მხარეს საწვრთნელი ბანაკების და ჰოკეისტებისთვის მასტერ-კლასების მოწყობა განუზრახავს, რაშიც ერთ-ერთ მთავარ როლს სწორედ იაგრი შეასრულებს.

ჩინეთში ჰოკეის განვითარების პროგრამაში ასევე მონაწილეობს ლეგენდარული კანადელი უეინ გრეცკი.