„მშვიდობის ჩირაღდანის" ესტაფეტა ბელორუსში 12 მაისს დაიწყება

30 ნოემბერი 2018

II ევროპული თამაშების ჩირაღდანი 2019 წლის 3 მაისს  რომში დაინთება, სადაც ესტაფეტა სტარტს აიღებს  და გამემგზავრება მასპინძელ ქვეყანაში.

11 მაისს „მშვიდობის ჩირაღდანი"  ბელორუსს ეწვევა და მისი მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით 12 მაისს ბრესტიდან დაიწყება.    

თითოეულ რეგიონში ესტაფეტა 6 დღეს გასტანს, მთლიანებაში კი 50 დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 450 მეჩირაღდნე - სპორტის, კულტურის, მეცნიერების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და გულშემატკივრები.

ჩირაღდნის 50-დღიანი მოგზაურობა დასრულდება 2019 წლის 21 ივნისს, II ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე.

II ევროპული თამაშების ჩირაღდანის პრეზენტაცია დაგეგმილია 2019 წლის იანვარში.

II ევროპული თამაშები 21-30 ივნისს ბელორუსის დედაქალაქი მინსკში გაიმართება. მონაწილეობას მიიღებს კონტინენტის 50 ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი. სპორტის 15 სახეობის 23 დისციპლინაში გათამაშდება მედლების 200 კომპლექტი.