207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

30 ნოემბერი 2018

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს თბილისის 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი  სპორტის პედაგოგი ესტუმრნენ.

მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.  

მოსწავლეებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ ფეხბურთში სეულის ოლიმპიური თამაშების (1988) ჩემპიონს  გელა კეტაშვილს. სახელოვანმა ფეხბურთელმა  ახალგაზრდებს უამბო მის მიერ განვლილ სპორტულ გზაზე, სპორტის როლსა და მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად  დიდ ეკრანზე იხილეს დოკუმენტური ფილმი „ერთი ჩემპიონის იტორია."

შეხვედრის დასასრულს სკოლის ბიბლიოთეკას  ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად გადაეცა  საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია  - „მოგზაურობა ოლიმპეთში".