ANOC Awards 2018-ის გამარჯვებულები

01 დეკემბერი 2018

ტოკიოში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) გენერალურ ასამბლეაზე ANOC Awards 2018-ის ცერემონია შედგა. ასამბლეის დელეგატთა თანდასწრებით ზამთრის სპორტის სახეობათა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინა ANOC-ის ჟიურიმ, რომელიც შედიოდნენ  კონტინენტალური ასოციაციების, ANOC-ის ათლეტთა კომისიის, ზამთრის ოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო ასოციაციის (AIOWF) და თავად ANOC-ის წარმომადგენლები.

ANOC Awards 2018 გამარჯვებულები:

პიონჩანგი-2018-ის ქალთა საუკეთესო გუნდი: შვედეთის კერლინგისტთა ნაკრები.

პიონჩანგი-2018-ის ვაჟთა საუკეთესო გუნდი: აშშ-ის კერლინგისტთა ნაკრები.

პიონჩანგი-2018-ის ყველაზე წარმატებული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: ნორვეგიის ოლიმპიური და პარალიმპური კომიტეტი და სპორტის კონფედერაცია.

ჯილდო „სპორტი, რომელიც იმედს გვისახავს": ჰოკეიში კორეის გაერთიანებული გუნდი.

პიონჩანგი-2018-ის საუკეთესო ქალი სპორტსმენი: არიანა ფონტანა (შორტ-ტრეკი).

პიონჩანგი-2018-ის საუკეთესო კაცი სპორტსმენი: შონ უაიტი (სნოუბორდი, ჰალფპაიპი).

ბრწყინვალე ასპარეზობა: კიმ იუნ ა (ფიგურული ციგურაობა).

სახელოვანი სპორტსმენი: ბიორნ დელი (თხილამურებით რბოლა).

ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილი:  მარიო პესკანტე.