ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ციფრულ პლატფორმაზე

04 დეკემბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს ტოკიოს სხდომაზე ბუენოს აირესში გამართული მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესახებ იმსჯელეს.

სხდომაზე გამოცხადდა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების რვაწლიან ისტორიაში ბუენოს აირესის  თამაშები ციფრულად ყველაზე მეტად მოხმარებადი იყო. ციფრულ პლატფორმებს, მათ შორის BUENOSAIRES2018.COM, OLYMPIC.ORG და OLYMPICCHANNEL.COM-ს 6 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. ამასთან, შესაბამის გვერდებს მთლიანობაში 58 მილიონი ნახვა ჰქონდა. 188 მილიონი ნახვა დარეგისტრირდა OLYMPICCHANNEL.COM-ზე, YOUTUBE-ზე და სოციალურ მედიის პლატფორმებზე, რაც ნანჯინგის 2014 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშების ციფრულ აუდიტორიას ბევრად აჭარბებს.

ბუენოს აირესის თამაშებს წინ უძღოდა ერთგვარი წამახალისებელი კამპანია, რომელიც გულშემატკივრების და სპორტსმენების ციფრულ სამყაროში ჩართვას ითვალისწინებდა. ამავე კამპანიის ფარგლებში, ისინი საკუთარ გამოცდილებას სტიკერების თუ გიფების სახით გადმოცემდნენ.

მნიშვნელოვანი აქტიურობა იყო სოციალური მედიაშიც. ირკვევა, რომ თამაშებისას 713 მილიონი შთაბეჭდილება გაზიარდა, ხოლო Olympic Channel-ის პლატორმას 234 ქვეყნიდან თუ ტერიტორიული ერთეულიდან ეწვივნენ. ყველაზე დიდი მაჩვენებელი მასპინძელ არგენტინაზე მოდის.