IOC-სა და „სამსუნგს" შორის თანამშრომლობა გაგრძელდა

04 დეკემბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ორგანიზაციის ერთ-ერთ ოფიციალურ სპონსორთან, კომპანია სამსუნგთან (Samsung) ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ახალი შეთანხმება 10 წელიწადზეა გათვლილი.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სეულში IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა და სამსუნგ ელექტრონიქსის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი ლიმ.

IOC-სა და სამხრეთკორეულ კომპანიას შორის შეთანხმება ტექნიკურ უზრუნველყოფასთან (უსადენო კავშირი, გამოთვლითი ტექნიკა, ვირტუალური რეალობა, ხელოვნური ინტელექტის ხელშეწყობა, 5G კავშირი) ერთად, ითვალისწინებს ციფრულ თანამშრომლობას, რაც ახალგაზრდა თაობის სპორტისა და ოლიმპიზმის ღირებულებებთან ზიარებისკენაა მიმართული.

სამსუნგი IOC-ის მხარდამჭერი იქნება 2028 წლის ლოს-ანჯელესის თამაშებამდე (მათ შორის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშების). გარდა ამისა, სამხრეთკორეული გიგანტი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების და მათი გუნდების მხარდამჭერადაც მოგვევლინება.

აქვე შეგახსენებთ, რომ სამსუნგისთვის პარტნიორის რანგში პირველი  ოლიმპიური თამაშები იყო ნაგანოს ზამთრის ოლიმპიური თამაშები (1998).