ლოზანაში პეკინი-2022-ის ოფისი გახსნეს

08 დეკემბერი 2018

ლოზანაში პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფისის გახსნის ცერემონიას უმასპინძლეს. 2022 წლის თამაშების ოფისის გახსნას დაესწრნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი, ვიცე-პრეზიდენტი ზაისინგ იუ და ჩინეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გოუ ჟონგვენი.

 „ამ ოფისის გახსნით ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება ახლა უკეთ წარიმართება. თქვენი ამგვარი ნაბიჯი საშუალებაა პირდაპირ და ყოველდღიურად ესაუბროთ IOC-ს და აქ არსებულ არაერთ საერთაშორისო ფედერაციას,"- განაცხადა თომას ბახმა.

ჩინეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გოუ ჟონგვენის თქმით, ოფისის ამოქმედება IOC-თან მჭიდრო ურთიერთობას განამტკიცებს, ასევე ხელს შეუწყობს  ლოზანაში წარმოდგენილ საერთაშორისო ფედერაციებთან უკეთ თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ ჩინეთის სპორტს საერთაშორისო ასპარეზზე დააწინაურებს.

ლოზანაში 40-ზე მეტი საერთაშორისო ფედერაცია და სპორტულ ორგანიზაციას ბინა აქვს დადებული.