ტოკიო 2020-ის განრიგში ცვლილებები შეიტანეს

08 დეკემბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), ტოკიო 2020-ის და IOC მედიცინისა და მეცნიერების კომისიის, ასევე შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების, ათლეტთა წარმომადგენლების და ოლიმპიური სამაუწყებლო სამსახურის თანამშრომლობის შედეგად, ცვლილებები შევიდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საასპარეზო განრიგში.

შემუშავებული განრიგით, მორაგბეთა ასპარეზობების დილის სესია 12 საათზე დასრულდება, საღამოს სესია კი დაიწყება 16:30 საათზე.

სპორტსმენებისთვის და გულშემატკივრებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად მაუნთინბაიკში შეჯიბრებები დაიწყება 15 საათზე. საშეჯიბრო გრაფიკი მუშავდება და წლის ბოლომდე გაირკვევა სპორტის ისეთი სახეობებისთვის, როგორიცაა მარათონი და სპორტული სიარული. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით მარათონელელებს სტარტი მიეცემათ ტოკიოს დროით 05:30 დან 06:00 საათამდე.

ცოტა ხნით ადრე იაპონიის სამედიცინო სამსახურებმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს ოლიმპიადისას მოსალოდნელი დიდი სიცხეების გამო ასპარეზობათა ჩატარების გრაფიკის გადახედვისკენ მოუწოდეს. მათივე რჩევით, უმჯობესი იქნება, თუ მარათონელთა შეჯიბრის დაწყების დროდ 05:30 საათი გამოცხადდება. ამ შემთხვევაში მინიმუმამდე შემცირდება მორბენლის გულის შეტევის რისკი.