კორეელები ტოკიოს თამაშებზე გაერთიანებული გუნდით ასპარეზობის შესაძლებლობას განიხილავენ

11 დეკემბერი 2018

ჩრდილოთ და სამხრეთ კორეა ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ერთობლივი მსვლელობის ორგანიზების და გაერთიანებული გუნდით ასპარეზობის შესაძლებლობას განიხილავენ.

მომავალ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართება ჩრდილოეთ კორეის საზღვრისპირა ქალაქ კესონში. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კორეის სპორტის მინისტრი რო ტჰე კანი და ჩრდილოეთ კორეის სპორტის ვიცე-მინისტრი ვონ გილ უ.

სამხრეთ კორეის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან, სპორტის რომელ სახეობებში გამოვლენ გაერთიანებული გუნდით. შესასწავლია ორივე ქვეყნის ათლეტთა კონკურენტუნარიანობა, გასათვალისწინებელია უშუალოდ სპორტსმენთა აზრი.