IOC-ის როლი „სპორტი კლიმატის სამსახურში“

12 დეკემბერი 2018

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით პოლონეთის კატოვიცეში მიმდინარე გაეროს სამიტზე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) გაეროს ახალ ინიციატივაში - „სპორტი კლიმატის სამსახურში"- უმთავრესი როლი აიღო. ინიციატივის მიზანია სპორტულ სამყაროში კლიმატის დაცვის საკითხის წამოწევა და ამ მხრივ კომპლექსური ზომების გატარება. IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახის  თქმით „სპორტი ქმედებაა და დღეს მსოფლიო სასწრაფო ქმედებებს მოითხოვს, რათა ტემპერატურის გლობალური ზრდა შევზღუდოთ. ოლიმპიური მოძრაობა და სპორტული საზოგადოება მიისწრაფვის საკუთარი წვლილი შეიტანოს ინიციატივაში - „სპორტი კლიმატის სამსახურში".

კლიმატის ცვლილება, მეტადრე კი გლობალური დათბობა, მნიშნელოვან ზეგავლენას ახდენს სპორტზეც. თბილი ზამთარი ზამთრის სპორტის სახეობებს უქმნის საფრთხეს, ხოლო ზაფხულში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დიდ გამოცდას უწყობს როგორც სპორტსმენებს, ისე ამა თუ იმ ღონისძების ორგანიზატორებსა და მაყურებლებს.