123 -ე და 153-ე სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

13 დეკემბერი 2018

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს თბილისის 123-ე საჯარო და 153- ე სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.  

მოსწავლეებს ოლიმპიურ მუზეუმში უმასპინძლა სეულის ოლიმპიური თამაშების (1988) ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა. სახელოვანმა მოჭიდავემ  ახალგაზრდებს უამბო  მის მიერ განვლილ  სპორტულ გზაზე,  სპორტის როლსა და  მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად  დიდ ეკრანზე იხილეს დოკუმენტური ფილმი „ერთი ჩემპიონის იტორია."

სტუმრებმა  ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად მიიღეს საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია  - „მოგზაურობა ოლიმპეთში".