ANOC-მა აღმასკომის და კომისიების ხელმძღვანელები გამოაცხადა

13 დეკემბერი 2018

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ (ANOC) აღმასრულებელი საბჭოს სრული შემადგენლობა დაამტკიცა და  კომისიების ხელმძღვანელებიც (2018-2022 ) გამოაცხადა.

წესდების თანახმად, ANOC-ის საბჭოში შედიან: პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და ხუთი ვიცე-პრეზიდენტი. აღმასრულებელი საბჭოს სხვა წევრები ინიშნებიან ANOC-ის კონტინენტურ ასოციაციებში თავიანთი პოზიციების საფუძველზე ან ირჩევენ კონტინენტური ასოციაციების გენერალურ ასამბლეაზე. გარდა ამისა, ზოგი კომისიის თავმჯდომარე ასრულებს აღმასკომის წევრის მოვალეობებს, ANOC-ის საბჭო კი 32 წევრისგან შედგება.

ANOC-ის კომისიების სრული შემადგენლობა გამოცხადდება 2019 წლის იანვარში თითოეული კონტინენტური ასოციაციის პრეზიდენტების რეკომენდაციების საფუძველზე.